ვითიბი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის რამდენიმე კლინიკა დაფინანსდა: სამედიცინო-დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა-ნაგებობების კუთხით გაფართოება.

ასევე, ბანკის სრული დაფინანსებით 2021 წლის ბოლომდე გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ონკოპაციენტებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე დანადგარით.

"ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და კლინიკა "ჰოსპიტალ მედცენტრ ჯგუფს" შორის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. დღეისთვის, აღნიშნული კლინიკა, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს", — განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.

გთავაზობთ მოკლე ვიდეოისტორიას

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.