ინგლისის საბჭო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს Squid Game არ აყურებინონ
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 წლის ბავშვებიც კი იმეორებენ სიუჟეტის ძალადობრივ სცენებს სერიალიდან Squid Game (კალმარის თამაში), სამხრეთ ინგლისის საბჭომ მშობლებს ურჩია, რომ მცირეწლოვან შვილებს ამ სამხრეთკორეული სატელევიზიო შოუს ყურების ნება არ დართონ.
უსაფრთხო განათლებაზე პასუხისმგებელმა გუნდმა მშობლებსა და მეურვეებს წერილები დაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვები და მოზარდები Netflix-ის ახალი სერიალიდან ძალადობრივ სიუჟეტებს ხშირად იმეორებენ და ამას ყურადღება უნდა მიექცესო.
როგორც The Guardian წერს, მიუხედავად იმისა, რომ სერიალში წარმოდგენილი ბევრი თამაში სპეციალურ იარაღსა და აღჭურვილობას მოითხოვს, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ცნობილი საბავშვო თამაშების ძალადობრივი ვერსიებია, რომელთა ინვენტარიც ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
მართალია, ბევრი ბავშვი შოუს არ უყურებს, მაგრამ ისინი სხვადასხვა გამოწვევას TikTok-ის მეშვეობით ეცნობიან, სადაც სოციალური მედიის მომხმარებლები თამაშების საკუთარ ვერსიებს აქვეყნებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ინფორმაციით, თამაშის წაგების შემთხვევაში ბავშვები ხშირად დამარცხებულებს ფიზიკურად უსწორდებიან და სცემენ, რაც სერიალიდან გამომდინარე, სიკვდილის შეცვლილი ვერსიაა.
ადგილობრივი, ბრიტანელი მოხალისეებით დაკომპლექტებული საბჭოს გაფრთხილება ასევე ეხება თამაშს, სახელწოდებით Honeycomb, რომელიც გულისხმობს თხელი ტკბილეულის ფირფიტის 4 ფორმიდან ნემსის საშუალებით ერთ-ერთის ისე ამოჭრას, რომ ფორმა არ დაირღვას. ბოლო დროს ეს TikTok-ზე ძალიან პოპულარული თამაში გახდა, რამაც იმის საშიშროება გააჩინა, რომ თუ ბავშვები კარამელიზებული შაქრიდან ფორმების ამოჭრას თავად შეეცდებიან, ეს დამწვრობით შეიძლება დამთავრდეს.
"ჩვენ მკაცრად გირჩევთ, რომ ბავშვებმა Squid Game-ს არ უყურონ, რადგან შოუ ძალადობრივი შინაარსითაა სავსე", — ნათქვამია საბჭოს წერილში.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები