ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი 84 წლის იყო.

"ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, პაპა და დიდი ამერიკელი", — ამბობს მისი ოჯახი.