ოსტინი ახალ მემორანდუმზე: ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო ინტერესებს და გაამყარებს პარტნიორობას
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საზიარო ინტერესებს და მომავალში პარტნიორობას გაამყარებს. ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"დღეს მაქვს პატივი გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა, ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური, ერთი მხრივ, ჩვენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს მართლაც ამაღელვებელ ახალ ფაზას ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის.
ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის, ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთდავსებადობას ნატოსთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახალი მემორანდუმი ადასტურებს მათი სამუშაოს მნიშვნელობას და ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა მოაწერეს.
ოსტინი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჯუანშერ ბუჭულაძის გარდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები