Apple-ის შემოდგომის მეორე მთავარი ღონისძიება დღეს, ჩვენი დროით 21:00-ზე გაიმართება. ეფლმა უკვე წარადგინა ახალი აიფონები, თუმცა ტექნოლოგიურ გიგანტს სიახლეები ამით არ ამოწურვია.

დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ ახალ MacBook Pro-ებს ვიხილავთ, რომლებიც Apple-ის პროცესორებს მიიღებენ. 2020 წლის ნოემბერში ჩვენ უკვე ვნახეთ M1 პროცესორზე მომუშავე 13 ინჩიანი მაკბუქი. მან მომხმარებელთა გულების მოგება მალევე მოახერხა და შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებაზე წარდგენილ მაკებს მომხმარებლები დიდი მოლოდინით ელიან. დღევანდელ ივენთზე, სსავარაუდოდ ახალ AirPods-ებსაც ვიხილავთ. ასევე, Apple-მა დღეს წესით ახალი MacOS-იც უნდა გვიჩვენოს.

ახალი MacBook Pro-ები

დღევანდელ ღონისძიებაზე Apple ახალ, 14 და 16 ინჩიან MacBook Pro-ებს წარადგენს, რომლებიც M1X პროცესორებს მიიღებენ. მარკ გურმანისა და მინგ-ჩი კუოს თქმით, ახალი მაკბუქები iPhone 12-ის მსგავს დიზაინს მიიღებენ და მათაც ბრტყელი გვერდები ექნებათ. ახალ MacBook-ებში ვეღარ ვნახავთ სენსორულ მინი ეკრანს, რომლებიც მაკბუქებს 2016 წლიდან ამშშვენებდათ.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, Apple ახალ მაკბუქებში პორტებსაც დააბრუნებს. ახალ MacBook-ებში წესით SD ბარათის წამკითხველს, HDMI პორტსა და MagSafe-ს შევხვდებით.

მარკ გურმანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მაკბუქები M1-ზე ბევრად მძლავრ, ახალ M1X პროცესორებს მიიღებენ. ახალ პროცესორს ოთხი მაღალი წარმადობის მქონე ბირთვის მაგივრად 8 ექნება. ასევე არჩევანი გვექნება 16 და 32 გრაფიკულ ბირთვს შორისაც (M1-ს 7 ან 8 გრაფიკული ბირთვი ჰქონდა). საინტერესოა თუ როგორი შეზღუდვები ექნება ახალ პროცესორებს. M1-ზე მომუშავე მაკებს მაქსიმუმ 16გბ ოპერატიული მეხსიერება და 2 ტერაბაიტი შიდა მეხსიერება ჰქონდათ. ასევე, M1-ზე მომუშავე მაკბუქს ორ გარე ეკრანზე მეტთან ვერ დააკავშირებთ. ვიმედოვნებთ, რომ Apple ახალი პროცესორით ამ პრობლემებს გამოასწორებს.

Mac Mini

მარკ გურმანმა ახალი Mac Mini-ს შესახებაც გაგვანდო ინფორმაცია. ის განახლებულ პროცესორს მიიღებს და მასაც უფრო მეტი პორტი ექნება, ვიდრე M1-ზე მომუშავე Mini-ს. ეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა, რადგან M1 Mini-ს ყველაზე მეტი პორტი ქონდა იმ მოწყობილობებს შორის, რომლებმაც M1 ჩიპსეტი მიიღეს — მის შემადგენლობაში შედიოდა USB-A, HDMI, ორი Thunderbolt და გემოვნებისასმებრ 10GE ინტერნეტ პორტიც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო საინტერესო ხდება თუ რამდენ პორტს მიიღებს ახალი, უფრო მძლავრი Mac Mini.

ახალი AirPods-ები

მარკ გურმანიც, კუოცა და Nikkei-ც ადასტურებენ, რომ Apple ახალ, არა პრო AirPods-ებზე მუშაობს. ახალ ყურსასმენს შედარებით მოკლე ტანი ექნება. AirPods-ების გამოჩენას ყველა iPhone-ებთან ერთად ელოდა, თუმცა რადგან ეს ასე არ მოხდა, ახალ ყურსასმენებს წესით დღეს ვიხილავთ. ასევე არის ვარიანტიც, რომ ისინი Apple-მა პრეს რელიზის სახით დააანონსოს, როგორც ეს AirPods Pro-სა და Max-ის შემთხვევაში ქნა.

MacOS Monterey

Apple-მა iOS და iPadOS 15-ები ოფიციალურად გამოუშვა, თუმცა macOS Monterey, რომელიც მათთან ერთად დაანონსდა, ჯერ კიდევ ბეტა ტესტირების რეჟიმშია. უცნაური იქნება თუ Apple ახალ მაკბუქებ macOS Big Sur-ით გამოუშვებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Monterey პირველად სამი თვის წინ, WWDC-ზე ვიხილეთ. თუ დღევანდელ ღონისძიებაზე ახალ macOS-ს ვერ ვიხილავთ, ეს დიდი სიურპრიზი იქნება.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის ღონისძიება დღეს, ჩვენი დროით 21:00-ზე გაიმართება და მის ნახვას პირდაპირ Apple-ის ოფიციალური საიტიდან ან YouTube-ის არხიდან შეძლებთ.