ეკიპაჟი #52 — მაია გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულიანი "ოფროუდერების" რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს, დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი — რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მონაწილეობდნენ. დედა-შვილის ეკიპაჟის #52 სპონსორი კომპანია აჭარაბეთია.

სათავგადასავლო რალი საქართველო საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ-ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია, წარმატებით ტარდება საქართველოში.

6 დღე, 1500 კილომეტრი და ყველგანმავალი ავტომობილები, რომლებსაც ამჯერად მხოლოდ ქალები მართავდნენ.

Rally Adventure Georgia-მ სტარტი 11 ოქტომბერს თბილისში აიღო. ასპარეზობის განმავლობაში მონაწილეებმა საკუთარი და ავტომობილების შესაძლებლობები გამოსცადეს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვაში. მონაწილეებმა ფინიშის ხაზი ბათუმში, 16 ოქტომბერს გადაკვეთეს და თბილისში დაბრუნდნენ.

ექსტრემალური თავგადასავალი სულ ერთი კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილე "ოფროუდერებმა", ჯამში, 1500 კილომეტრს დაფარეს.

"რალი ედვენჩერ ჯორჯია ძააან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეჯიბრია. პირველი, რომ საქველმოქმედო მისიით არის და მეორე, ქალთა გაძლიერების და სტერეოტიპების მსხვრევაზეა აქცენტირებული. ქროს ქანთრი რალი იმითაა საინტერესო, რომ ნახულობ წარმოუდგენელ ადგილებს, ცდი საკუთარ გამძლეობას, ნავიგაციის უნარებს და ძალიან საინტერესო ადამიანებს პოულობ. ვფიქრობ მომავალშიც მივიღებ მონაწილეობს ამ შეჯიბრში უცვლელი ეკიპაჟით მე და დედა, #52", — განაცხადა მარიამმა.

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.