მეგობრებო, მე-5 ტალღა დაწყებულია, წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება მძიმდება, ხოლო კორონავირუსის მე-5 ტალღა უკვე დაიწყო.
"მეგობრებო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება. მე-5 ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის, მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან, დღეს უკვე გვაქვს საშუალება, ეფექტური იარაღი იმისთვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე", — ამბობს გამყრელიძე ვიდეო მიმართვაში.
მისივე თქმით, გამოსავალი საყოველთაო აცრაშია. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საჭიროა, სულ მცირე, იმდენივე ადამიანის აცრა, რამდენიც ამ ეტაპზეა აცრილი. ამასთან, გამყრელიძე მთელი საქართველოს მასტაბით მოქალაქეებს ვაქცინაციის მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო, ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ მარათონს მთელი საქართველოს მასშტაბით და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველა საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე", — აღნიშნავს ის.
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 914 269 აცრა ჩატარდა, დღიურად აცრილია 2 260 ადამიანი.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერისა და ჩანაცვლების მიღება უკვე შეუძლია. გარდა ამისა, ამავე ბრძანებით, ფაიზერით აცრას შეძლებენ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები. ამასთან, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე აიცრებიან იმავე ასაკის ის ბავშვებიც, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები