როგორ წარმოაჩენენ "ვინი პუჰის" პერსონაჟები მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას
არსებობენ ამბები, რომლებთან ერთადაც ვიზრდებით და ამ პროცესში უფრო ღრმად ვწვდებით მათ აზრს. ასი აკრის ტყეში მცხოვრები ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ისტორიაც ერთ-ერთი მათგანია.
გულუბრყვილო და მეგობრული დათვი, სხვა სახასიათო პერსონაჟებთან ერთად, ინგლისელმა მწერალმა, ალან ალექსანდრ მილნმა, თითქმის ასი წლის წინ შექმნა. მას შემდეგ, სხვადასხვა ანიმაციის თუ ეკრანიზაციის წყალობით, ამბავი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ავტორის სახელი უკან მოიტოვა. პუჰის თავგადასავალზე თაობები გაიზარდნენ, თუმცა, რეალურად, ვინ არიან ამბის პერსონაჟები, ამაზე უფრო გვიან, 2000 წელს დაფიქრდნენ, როცა დელჰაუზის უნივერსიტეტის ხუთმა მკვლევარმა ნაშრომი გამოაქვეყნა — ასი აკრის ტყის პათოლოგია: ნეიროგანვითარების ა. ა. მილნისეული პერსპექტივა.
ნაშრომში განხილულია, როგორ წარმოაჩენს საკულტო საბავშვო ნაწარმოების თითოეული გმირი ნეიროგანვითარების დარღვევას და მენტალურ პრობლემას — შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და სხვა. ამის შემდეგ უამრავი ფანთეორია გაჩნდა, რომელიც ერთიმეორეზე განმაცვიფრებელი და სარწმუნო ცნობებით ცდილობს ყოველის დამტკიცებას. აი, მაგალითად...
ვინი პუჰი
კვლევა მიუთითებს, რომ ამბის მთავარ გმირს რამდენიმე გამოხატული აშლილობა ახასიათებს, თუმცა, მათგან ყველაზე თვალსაჩინო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) არის. რაღაცების განუწყვეტელი გადათვლისა და თაფლის ჭამის მუდმივი მოთხოვნილების გამო, განიხილავენ, რომ პუჰს ასევე აქვს ობსესიურ-კომპულსური და კვებითი აშლილობები.
ვეფხვი
ისტორიის კიდევ ერთ ცნობილ პერსონაჟს, როგორც ჩანს, ასევე აქვს ADHD. გადაწყვეტილების იმპულსური მიღება ასევე მიუთითებს სარისკო ქცევებისკენ მის მიდრეკილებაზე. ამასთან, ვეფხვისთვის დამახასიათებელი განწყობის გამუდმებული და ხშირი ცვალებადობა ხასიათის აშლილობებზე, შესაძლოა, ბიპოლარულ აშლილობაზე უსვამდეს ხაზს.
გოჭუნა (პუტკუნა)
პუჰის პატარა, მაგრამ გულიანი მეგობარი ალბათ არაერთ ჩვენგანში იწვევდა თანაგანცდას. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტკუნას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა აქვს. მუდამ "აღელვებული, მშფოთვარე, დარცხვენილი და აფორიაქებული" — ასეა გოჭუნას პერსონაჟი კვლევაში დახასიათებული.
ბუ
ამბავშიც და რეალურ სამყაროშიც ყველაზე ჭკვიან პერსონაჟად მიჩნეულ ბუს, როგორც ჩანს, დისლექსია აქვს. კვლევის მიხედვით, სიტყვების გამართულად წერის შეუძლებლობა და მართლწერის ხშირი შეცდომები სწორედ ამაზე მიუთითებს. ამასთან, ბუსთვის არც მეხსიერების მოკლევადიანი დაკარგვაა უცხო, რადგან ინფორმაციის, ხშირად საკუთარი ნათქვამის გახსენებაც კი უჭირს.
კანგა
საკუთარი შვილის მუდმივად და გადაჭარბებით დაცვის სურვილით აღსავსე კანგას კვლევის ავტორები სოციალურ შფოთვით აშლილობას მიაწერენ.
რუ
კანგას შვილის, რუს, ქცევებს, აუტიზმის სპექტრის აშლილობით ხსნიან. ამას უკავშირებენ პერსონაჟის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს — საფრთხის მოახლოების შეუგრძნებლობას.
ბაჭია
უნაკლო წესრიგის მუდმივი მოთხოვნილებით შეპყრობილ ბაჭიას ნარცისიზმსაც აწერენ, თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, რომ პერსონაჟის ერთგვარი ეგოცენტრულობისა და იმის რწმენის მიზეზი, რომ ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა გამოსდის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობაა.
იოიო
მუდამ დასევდიანებულ ვირუკელას, რომელსაც თავისი მეგობრები მარტო არასდროს ტოვებენ და ცდილობენ, მათთან ერთად გაატარებინონ დრო, რეალურად, დეპრესია აქვს. სტრესის გამოხატული ნიშნებისა და უარყოფითი განწყობების მიზეზად კვლევაში ქრონიკული დისთიმიაა აღნიშნული.
მილნზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მწერლის როლის შემსრულებელი, დონალ გლისონი, ამბობს, რომ იოიოს პერსონაჟში, რეალურად, ინგლისელი ავტორის ცხოვრებისეული განცდაა გადმოცემული. როგორც ცნობილია, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის შემდეგ, მილნს ასევე ჰქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
ქრისტოფერ რობინი
ასი აკრის ტყეში მცხოვრები ცხოველების ადამიან მეგობარს, რეალურად, ნამდვილი პროტოტიპი ჰყავდა, თანაც, თავისივე სეხნია; ქრისტოფერ რობინი მილნის შვილი იყო, პუჰი კი — მისი საყვარელი სათამაშო დათვი.
ამის გათვალისწინებით, თეორიები ქრისტოფერ რობინის შესახებ მტკიცებისგან თავის შორს დაჭერას ცდილობს და განხილვის უფრო ზოგად სახეს იძენს. ზოგან აღნიშნავენ, რომ გამოგონილი ისტორიის პერსონაჟს შიზოფრენია აქვს, რადგან თავისი "მეგობრები" ხასიათის ცვლილებების მიხედვით ჩნდებიან. ამის საპასუხოდ დასძენენ, რომ ბიჭს, უბრალოდ, მშობლების ყურადღება აკლია, რადგან დროის უდიდეს ნაწილს ცხოველებთან ლაპარაკში ატარებს.
ამასთან, ზემოაღნიშნული კვლევა განიხილავს, რატომ დაარქვა ქრისტოფერ რობინმა დათვს "ვინი". ინგლისურ ენაში ამავე ჟღერადობის სიტყვა სლენგზე კაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. ნაშრომში ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიას იშველიებენ და აღნიშნავენ, რომ ადამიანის ლიბიდო ხშირად განსაზღვრავს მის პიროვნულობას.
პუჰის, ან თუნდაც ბაჭიასი არ იყოს, ადიქციურ ქცევას ადამიანებშიც ხშირად ვხვდებით. მენტალური ჯანმრთელობის ამ და სხვა პრობლემებზე ღიად საუბრისა და დახმარებისთვის შესაბამისი პლატფორმების არსებობაა საჭირო. ასეთია Responsible.ge, რომელიც ევროპაბეთის პლატფორმაა და საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, მისი დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები