საქართველოს ბანკის მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა
საქართველოს ბანკი პროექტ "მომავლის პროფესიების" ფარგლებში იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube-ის არხის – Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერი რამდენიმე თვის წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად YouTube-ის არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
"მომავლის პროფესიებისა და კარიერული განვითარების კუთხით უკვე მომზადდა YouTube-ის ვიდეო, ჩატარდა 4 Facebook Live. YouTube არხის გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა. Tik Tok-ზე ნახვების რაოდენობა კი უკვე გასცდა მილიონს. დღეს ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ − მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ. წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ ვსაუბრობდით. სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა. მე და ჩემმა მეგობარმა, ბილლიმ, ჩვენი რესურსები გავაერთიანეთ და YouTube არხი შევქმენით. დავუძახეთ მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დავიწყეთ ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად, ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ვხსნით როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენს ვიდეოებს უკვე 143 000 ნახვა აქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი ინტერესი გამოვიწვიეთ, რაც იმას ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს აინტერესებთ ტექნოლოგიების შესწავლა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ უფრო სასარგებლო ვიდეოების შექმნას" — ამბობს YouTube-ის ამ არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა.
"ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში, მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა. მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, კვლევების საფუძველზე ის აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. ასეთია ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით პროფესიები. მოხარული ვართ რომ Fennec Tech Studio-სთან პარტნიორობით კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ, სტუდენტმა, უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა მიიღო ინფორმაცია მომავლის, ტექნოლოგიურ პროფესიებზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტ "მომავლის პროფესიების" განხორციელება დაიწყო. მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები