FWENCLUB-მა ახლახან დააანონსა, რომ კალმარის თამაშიდან "წითელი შუქი, მწვანე შუქის" ცნობილი თოჯინას გამოშვებას აპირებს.

სერიალის გიგანტური პროტოტიპისგან განსხვავებით, გასაყიდი თოჯინა მხოლოდ 36 სმ სიმაღლის იქნება, თუმცა უცვლელი იქნება მისი სავიზიტო ბარათი – უსიცოცხლო მზერა.

ფოტო: Netflix

მას, ვისაც ენდომება, რომ ეს საკმაოდ საშიში თოჯინა დაისაკუთროს, 456 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ოღონდ პოტენციურმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინას რაოდენობა შეზღუდული იქნება: მხოლოდ 456 ეგზემპლარი დამზადდება და გაიყიდება. ეს ციფრი თოჯინას შემქმნელებმა სიმბოლურად სერიალის ერთ-ერთ პერსონაჟს, მოთამაშე გი-ჰინუს ნომერს დაუკავშირეს.

ჯერჯერობით თოჯინას გამოშვების ოფიციალური თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ FWENCLUB-ის ინსტაგრამი გვეუბნება, რომ ეს მალე მოხდება და სიახლის გასაგებად გვერდს თვალი უნდა ვადევნოთ.