"დავამთავროთ ნაცები" — არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ქართული ოცნება ენმ-ის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოს აქვეყნებს
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მმართველმა გუნდმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო გამოაქვეყნა. მათ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები ენმ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს დავასრულოთ ნაცები დაარქვა და და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა.
ვიდეო იმ ეპიზოდებით იწყება, რომელიც არაერთხელ უხსენებია დამამცირებელ კონტექსტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აგვისტოს ომის დროს სააკაშვილისა და მისი დაცვის ქცევას ასახავს. გარდა ამისა, გვხვდება სხვა კადრები, რომელთა მიზანი სააკაშვილის დაცინვა და დამცირებაა — უმეტესი დრო ექსპრეზიდენტს ეთმობა, თუმცა აქვე არის ეპიზოდები გიგი უგულავას, დავით კირტიკაძისა და ნიკა მელიას შესახებ. ვიდეოს ბოლოში წითელ ფონზე ჩნდება წარწერა: დავამთავროთ ნაცები.
მის გასარკვევად, რატომ გადაწყვიტეს არჩევნების მეორე ტურის წინ ოპონენტებზე ამ ფორმით თავდასხმა და გაგრძელდება თუ არა ეს რიტორიკა მომდევნო დღეებში, On.ge ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანთან, შალვა პაპუაშვილთან ცდილობს დაკავშირებას. ამ დროისთვის ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ერთ საათში ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს უმტკიცებდა, რომ "ევროპული სტილის" კამპანია ჰქონდა. კალაძემ თქვა, რომ არჩევნებზე სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე იყო, როცა მისი კამპანია არ იყო მიმართული ოპონენტების "ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ". ამ სიტყვების შემდეგ კი მან თავისი ოპონენტის, ნიკა მელიას კრიტიკა დაიწყო და ნაციონალური მოძრაობის წარსულზე ისაუბრა.
კალაძემ ხაზგასმით თქვა, რომ მელიას ქვეყნისა და ქალაქისთვის "არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა". მან მმართველი გუნდის მესიჯბოქსიც გაიმეორა და ამომრჩეველს უთხრა ისიც, რომ ამ "ბნელ წარსულს" არასდროს დავუბრუნდებით.
წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა და ოპონენტის დისკრედიტაცია ქართული პოლიტიკისთვის სიახლე არ არის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული იყო ე.წ. სისხლიანი ბანერები, სადაც ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ამჯერად ქართული ოცნებიდან წამოსული, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც მოხვდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
კომენტარები