საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია "ჯი ემ სი" საქმიანობას აფართოებს
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის წახალისებას. ამჯერად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ჯი ემ სი" მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას იწყებს. კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა 5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 4 060 000 ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია. მოგეხსენებათ, რომ "ჯი ემ სი" წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული ქვის სამსხვრევი, ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი, ასევე ლითონის ბადეების ადგილობრივი წარმოება. ახალი პროექტის ფარგლებში კი ვიწყებთ სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი ხიმშიაშვილმა.
"სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ფართოვდება ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი. კომპანია "ჯი ემ სი" წარმოადგენს კომპანიას, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ერთობლივი ძალისხმევით კი კომპანიამ ახალი საქმიანობის წამოწყება შეძლო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმებში", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები