ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ავლაბარ-მეტრომშენის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, შენობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გამო ის ძვირადღირებული პროექტია, ხოლო გამგეობას მისი გამაგრების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

"აღნიშნული სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში. ნაწილი შენობა-ნაგებობის ჩამოინგრა. რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ძვირადღირებული პროექტია, გამგეობას ამ პროექტის განხოცრიელების შესაძლებლობა არ გააჩნია. ორი ოჯახი გაყვანილი ჰყავს გამგეობას ბინის ქირის კონპენსაციით. მოთხოვნის და თნხმობის შესაბამისად გაყვანილი იქნება შესაბამისი ოჯახებიც ქირით", — ამბობს ლაშა გოგუა რუსთავი 2-თან.

ადგილობრივები შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსას ან საცხოვრებელი სახლის რეაბილიზაციას ითხოვენ.

"ეს სახლი არის წითელ ზოლში და მინიჭებული აქვს ძეგლთა დაცვის სტატუსი. [...] ვთხოვეთ, რომ სტატუსი მოგვიხსნან, რომ რეალურად, ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა. [...] მოხდა 7-ის ნახევარზე ჩამონეგრევა. კიდევ კარგი, რომ არავინ არ მოყვა [...] მოთხოვნა არის, რომ ძეგლთა დაცვამ მოხსნას ან სტატუსი, ან კიდევ გააკეთოს რეაბილიტაცია, რომ შეიძლებოდეს ცხოვრება", — აცხადებს რუსთვი 2-თან სახლის მცხოვრები.