გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი რეგიონში ამერიკის ინტერესების მანიშნებელია. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

"შესანიშნავი სიახლეა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში შავი ზღვის რეfიონში აშშ-ის ინტერესის აშკარა სიგნალია", — წერს ის.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა.