დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 374, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 385 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,47% ხოლო 7 დღის — 9,07%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 9 510 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 869;
  • აჭარა — 117;
  • იმერეთი — 474;
  • ქვემო ქართლი — 128;
  • შიდა ქართლი — 132;
  • გურია — 50;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 220;
  • კახეთი — 396;
  • მცხეთა-მთიანეთი — 35;
  • სამცხე-ჯავახეთი — 40;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: მძიმე პაციენტია 1 247, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 61 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 27 836 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: