ხელისუფლების განცხადებები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი — ლომჯარია
სახალხო დამცველის აზრით, ხელისუფლების განცხადებები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ის განცხადებები, რაც კეთდება, განსაკუთრებით მისი დაკავების შემდგომ... მანამდეც გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები მის ბრალთან, საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება იცვლება, როდესაც პირი უკვე პატიმრობაშია. ყველასთვის ხომ მოულოდნელი იყო სააკაშვილის დაბრუნება, ის დღეს ციხეშია და რა თქმა უნდა, იმ განცხადებების მიმართ, რაც მისი პატიმრობის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური პირების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი იქნება და ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა აქვს დღეს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური განცხადებები მისი საქმისა და პატიმრობის გარშემო არ აკეთოს. თუმცა, მე გეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი. მისი შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადასვლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მისი საქმეების შესაფასებლად", — აცხადებს ლომჯარია.
ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ექსპრეზიდენტი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ან პოლიტპატიმარი, ლომჯარია პასუხობს, რომ ამ საქმეზე სახალხო დამცველის ინტერესი მაღალია, შეისწავლიან ფაქტობრივ გარემოებებს, გააკეთებენ სამართლებრივ ანალიზს და ექნებათ შესაბამისი შეფასება.
"მის წინააღმდეგ გამოტანილია ორი განაჩენი, ორი მიმდინარე საქმეა და სავარაუდოდ, მესამეც დაემატება. სახალხო დამცველს აქვს შესწავლილი მხოლოდ ერთი განაჩენი. დაახლოებით ორი კვირაა დააკავეს პრეზიდენტი და შესაბამისად, მისი პატიმრობა პოლიტიკურია თუ არა, ამაზე ორ კვირაში ჩვენ დასკვნას ვერ დავდებდით. აუცილებელია, რომ შევისწავლოთ დამატებით მისი სხვა საქმეებიც, მიმდინარე ბრალიც, იმედია, ადვოკატებიც გამოხატავენ სურვილს, რომ გაგვიზიარონ საქმის მასალები. დავაკვირდებით პატიმრობის მიმდინარეობას, განცხადებებს, გარემოებებს და როგორც სხვა საქმეებზე არასდროს უკან არ დაგვიხევია, ამ საქმეზეც ჩვენი ინტერესი მაღალია და მას შემდეგ, რაც შევისწავლით და გავაკეთებთ სამართლებრივ ანალიზს, ფაქტობრივ გარემოებებს და ა.შ., თუ დავინახეთ, რომ მის საქმეებში ჭარბობს პოლიტიკური მდგენელი სამართლებრივ მდგენელს, გაკეთდება შესაბამისი შეფასება. მხოლოდ მოსაზრებებით არ ვსაუბრობთ", — აცხადებს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ციხეში მოპყრობა ადეკვატურია და თავიდან გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ძირითადად შაბათ-კვირით იყო განპირობებული და ტიპიური შეფერხებებია, რასაც სხვა პატიმრებთანაც აქვს ადგილი.
"ყველაზე სერიოზული დარღვევა იყო პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რაც მოხდა პენიტენციური დაწესებულებისა და პოლიტიკოსების მიერ და ეხებოდა მოშიმშილის მხრიდან გარკვეული პროდუქტების მიღებას და ამაზე აპელირებას", — აცხადებს ლომჯარია.
ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ თაფლისა და წვენის მიღების შესახებ განცხადებებით, ხელისუფლებამ წააქეზა და პრაქტიკულად, აიძულა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გადასულიყო შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე. ამასთან, ლომჯარიას ინფორმაციით, სხვა მოშიმშილეებს გაუჩნდათ შიში, რომ მცირე ოდენობით ტკბილს თუ მიიღებენ, რამაც შესაძლოა მათი სიცოცხლე გადაარჩინოს, შეიძლება პენიტენციურმა ეს გაამჟღავნოს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულად უწევს მონიტორინგს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობას და ის მოინახულეს მისმა წარმომადგენლებმაც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სამედიცინო პერსონალთან და მნიშვნელოვანია, მულტიფუნქციურმა ჯგუფმა მალე იმსჯელოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. 3 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს დაემუქრა და თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". 11 ოქტომბერს კი კითხვის პასუხად განმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და უბრალოდ თეორიულად ახსნა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები