შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება სექსუალური ხასიათის ქმედება ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დაზარალებული ტურისტი ქალია, ბრალდებული კი მას გიდობას უწევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო.