ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსთან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მისიონერების ჯგუფი, მათ შორის, მათი ოჯახის წევრები და ბავშვები გაიტაცეს. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ჰაიტის უსაფრთხოების წყაროებმა მედიას განუცხადეს, მათ მინიმუმ 15 ადამიანი ჩამოიყვანეს ავტობუსიდან ობოლ ბავშვთა თავშესაფრის სტუმრობის შემდეგ.

ჯერჯერობით ცოტა დეტალია ცნობილი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი ამაზე ინფორმირებულები არიან.