ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რაფაელ გლუკსმანზე ამბობს, რომ ის ცდილობს მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც იმის ილუზიას შექმნის, რომ ის მიუკერძოებელია.

"გარდა იმისა, რომ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობებზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა იმ პერიოდის ხელისუფლებისგან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო, შესაბამისად ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება შეუქმნას მოქალაქეებს განცდა, რომ ეს მიუკერძოებელი ადამიანია და მიუკერძოებელ დასკვნებს აკეთებს.

შესაბამისად, ამ ფონზე ცდილობს, რომ მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის ილუზიას და სიმულაციას იმისას, რომ თითქოს მიუკერძოებელია და ამიტომ, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ ის არის ევროპარლამენტარი, თუმცა მიკერძოებული ევროპარლამენტარი", — განაცხადა სარჯველაძემ იმედის ეთერში.

ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმ მთელი გულით იმ აქტივისტებთანაა, რომლებიც 14 ოქტომბერს ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ.