ავსტრალიისა და იქ მობინადრე გველების შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ და ფოტოებიც გინახავთ. იმ შემთხვევაში, თუ კარგად არ გახსოვთ, რასთან გაქვთ საქმე, მაინც შეგახსენებთ.

ავსტრალიაში 140 სახეობის ხმელეთის და 32 სახეობის ზღვის გველი ბინადრობს.

მსოფლიოს 25 ყველაზე შხამიან და მომაკვდინებელ გველთაგან 21 სახეობა ავსტრალიაში შეიძლება შეგხვდეთ.

ამ ყველაფერს კი ისიც იმატება, რომ ეს არსებები ხშირად სტუმრობენ სახლებს.

ფოტო: Buzzfeed

ფოტო: Buzzfeed

ფოტო: Buzzfeed

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ პირობებში, რაც ფოტოზე გამოსახული და აი, ამ პირობებშიც რაც ამ ვიდეოშია:

ბოლო 16 წლის განმავლობაში ავსტრალიაში, გველის ნაკბენის შედეგად მხოლოდ 35 ადამიანი გარდაიცვალა.

შედარებისთვის, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც თავის მხრივ შსს-ს ეყრდნობა, 2016 წლის I - III კვარტლებში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 409 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო 15 წლის მანძილზე - 9 735.

9 735

9 735

ასე, რომ თუ ავსტრალიაში მოგზაურობაზე ოცნებობთ, მაგრამ გველების გეშინიათ, იცოდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი შანსია საქართველოში ავარიაში დაიღუპოთ, ვიდრე ავსტრალიაში მოგკლათ სახლში შემოპარულმა მსოფლიოში ყველაზე შხამიანმა გველმა.