ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს ვაქცინაციაზე უარის თქმა ზურგში დანის ჩარტყმაა, ვინაიდან არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის ასეთი რისკის ქვეშ დაყენება.

"კრიტიკული მაჩვენებელი იქნება ის, როდესაც კლინიკური სექტორი იმდენად გადაიტვირთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა ახლადდაინფიცირებული ავადმყოფის დაბინავებას და მათ სრულფასოვან მოვლას.

ზურგში დანის ჩარტყმაა დღეს ვაქცინაციაზე უარის თქმა. არავითარი გამართლება არ აქვს ანტივაქსერები, რომ იყოს მთელი ქვეყანა, ის ანტივაქსერებიც უნდა მოეგონ გონს. არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის და ქვეყნის ასეთი საბოტაჟი, ასეთი რისკის ქვეშ დაყენება", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

16 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 126, ხოლო გარდაიცვალა — 44 ადამიანი.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინააა და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები