ბარ Success-თან თბილის პრაიდის წარმომადგენლის გიორგი თაბაგარისა და 2 ადამიანის დაკავებაზე Tbilisi Pride აღშფოთებას გამოხატავს. თბილისი პრაიდის განცხადებით, თუ პოლიცია აქამდე თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე ახლა იგი თავად გადავიდა.

"აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია", — ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, რომ ბარ Success-სთან თბილის პრაიდის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი, თენგო ემინაშვილი და კიდევ ერთი ქალი დააკავეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გიორგი თაბაგარი მანქანისკენ წაიყვანა, ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა პოლიციელს ჰკითხა: "ადამიანი რომ კითხულობს რატომ იჭერთ, მაგიტომ მიგყავთ?". პასუხად პოლიციელმა მას უთხრა: "დამშვიდდით, თორემ სხვებსაც მოგიწევთ დაკავება".

პოლიციამ სამივე დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლა.