მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდია.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო.

"ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა", — ნათქვამია ფედერაციის Facebook პოსტში.

შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.