დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვებს გრძელვადიანი შედეგი არ აქვს და მას ვაქცინაციის მექანიზმი უნდა დავამატოთ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ვხედავთ ყველანი ძალიან კარგად, რომ შეზღუდვებს არ აქვს გრძელვადიანი შედეგი. ამდენად, ისევ და ისევ, უნდა დავამატოთ ვაქცინაციის მექანიზმი და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ძალიან წარმატებით გაართვეს თავი ბოლო პერიოდში კოვიდის მართავს, ამ შემთხვევაში, მაჩვენებელი არის მაღალი ვაქცინაციით, pcr ტესტირების გამოყენება სოციალური თავშეყრის ადგილებში დაშვებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ ამ ტიპის მოთხოვნების დაყენება, მაგალითად, ტრენინგის, კონფერენციებში მონაწილეობისთვის. ახლა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს ამგვარი მოთხოვნები, რომ შევძლოთ სოციალური და ბიზნეს საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელება", — განაცხადა მან.

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 298, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: