ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრება არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს.

"ზოგადად, მიუღებელია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც რეფორმები სჭირდება დემოკრატიის გასაღრმავებლად, ასეთი დაძაბულობაა. ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაკავებაც არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს", — აცხადებს ევროპარლამენტარი მთავარი არხის ეთერში. [მთავარი არხის თარგმანი]

მისივე თქმით, მოქმედი პრემიერმინისტრის განცხადება სააკაშვილზე, რომ მას მუხლები წარედგინა, თუ კარგად არ მოიქცევა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ჰგავს.

"განსაკუთრებით, როდესაც მოქმედი პრემიერმინისტრი ღიად ამბობს, რომ დამატებითი მუხლები წარედგინება პრეზიდენტს, თუ კარგად არ მოიქცევა, ეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ჰგავს. ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ძალიან გვაშფოთებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ეს ძალიან ცუდი გზავნილებია და ჩვენ სულ უფრო ნაკლები საშუალება გვაქვს, რომ საქართველოს დავეხმაროთ", — ამბობს იუკნევიჩიენე.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.