ამბობენ, რომ ცხოვრება ერთი დიდი მანძილია, რომლის დაფარვასაც ადამიანი წლები უნდება, ხოლო ამ წლების განმავლობაში მას მრავალი გზა ხვდება, რომლის გავლასაც, გამართული ავტომობილის გარეშე ვერ შეძლებს.

ხშირად გვსმენია ხოლმე - "ეს საბურავები ამ ზამთარსაც მატარებს", "მთავარია ტექდათვალიერება გაიაროს", "ერთ თვესაც აიტანს ზეთი რომ არ შევცვალო" და კიდევ მრავალი ასეთი ტრაფარეტული ფრაზა.

ყოველთვის ვცდილობთ ეკონომიის გაკეთებას, რის გამოც ცვეთადი ნაწილების ვადას მაქსიმალურად ვიყენებთ, ან უფრო მეტიც, ხშირად ვაცილებთ კიდეც მის დასაშვებ ზღვარს.

ყოველთვის გვავიწყდება მთავარი — ავტომობილის მოვლა პირველ რიგში ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი და არა იმისთვის, რომ ტექდათვალიერება "მოვიშოროთ".

საკმარისია საქართველოს მკაცრი ბუნება შეიგრძნო, რომ მიხვდე თუ რამხელა შეცდომა დაუშვი. გაკეთებული ეკონომია, რომელიც საბოლოო ჯამში ორმაგი დაგიჯდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთარს სათანადოდ არ შეხვდი.

არ შეცვალე საბურავები, იფიქრე, რომ ამ ხუნდებსაც "გააქაჩინებდი", მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა დროის უკან დაბრუნებას ნატრობ. ამის პარალელურად კი იმ თოვლიან ადგილს უყურებ, საიდანაც ევაკუატორით ამოჰყავთ შენი ავტომობილი. ადგილი, სადაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში ებრძოდით სიცივეს შენ და შენი აკუმულატორი, რომელიც უბრალოდ აღარ ვარგოდა და სიცივემ საბოლოოდ მოუღო ბოლო. უჯერებდი ადამიანებს, რომლებიც ირგებდნენ პროფესიონალი ხელოსნის მანტიას და ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე, ზეპირად გამოჰქონდათ ვერდიქტი ამა თუ იმ ცვეთადი ნაწილის ვარგისიანობაზე.

კარგია, როდესაც უსიამოვნო ამბები კარგად მთავრდება და რაც მთავარია ამ ამბების შემდეგ სწავლობ ბევრ რამეს. ხვდები რომ ავტომობილი ფუფუნების საგანია მაშინ, როდესაც ის გამართულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტი ტვირთი ხდება, რაზეც პასუხისმგებლობა მეტწილად შენ გვეკისრება.

Winter is Coming

ზამთარში ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. არსებობს ყველა სეზონის საბურავი, რომელიც აუცილებლად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა ის ზამთარშიც გამოვიყენოთ, თუმცა მაინც რეკომენდებულია მათი სეზონური ცვლილება.

საბურავების ყიდვისას ერთ-ერთი მთავარი დეტალი მისი ასაკია. განსაკუთრებით ეს ზამთრის საბურავებს ეხებათ, რადგან ზაფხულის საბურავებთან შედარებით, ზამთრის საბურავების გამოყენება უფრო მცირე დოზით ხდება, შესაბამისად მათი ცვეთაც უფრო ნაკლებია. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არამარტო ცვდება, არამედ ის უბრალოდ ძველდება. დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების, მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბლა იწევს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაგრილების სისტემაში სითხის შემოწმებას, რომლის გახმოვანდეს შეიძლება მთელი სისტემის განადგურება გამოიწვიოს. ანტიფრიზის დადებითი უნარები დამოკიდებულია სისტემაში მის რაოდენობასა და ხარისხზე. უუნარო ანტიფრიზმა შეიძლება ძრავი და სხვა დეტალები დაგვიზიანოს.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მივმართოთ კომპეტენტურ პირებს, რომლებიც 100%-ით ერკვევიან ავტომობილებში და გვთავაზობენ კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ავტომობილის გასამართად.