ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში 209,7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ერთ თვეში მიღებულ ფულად გზავნილებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, სექტემბერში მიღებული გზავნილების მოცულობა წლიურად 8,8%-ით არის გაზრდილი.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი მივიღეთ:

  1. რუსეთის ფედერაცია — $38,6 მლნ, წლიური ზრდა 10,4%;
  2. იტალია — $34.1 მლნ, წლიური ზრდა 21,9%;
  3. აშშ — $24.5 მლნ, წლიური ზრდა 11,2%;
  4. საბერძნეთი — $20 მლნ, წლიური კლება 3,1%;
  5. ისრაელი — $15,4 მლნ, წლიური ზრდა 7,9%;
  6. გერმანია — $10,9 მლნ, წლიური ზრდა 58,4%;
  7. თურქეთი — $9,9 მლნ, წლიური ზრდა 2,8%;
  8. უკრაინა — $8 მლნ, წლიური კლება 27,5%;
  9. აზერბაიჯანი — $7,8 მლნ, წლიური ზრდა 12,2%;
  10. ყაზახეთი — $5,9 მლნ, წლიური ზრდა 261,5%.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში 29,2 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა რუსეთსა ($7,8 მილიონი) და თურქეთში ($7 მილიონი) გაიგზავნა.