აჭარაში ოცნების ქალაქში ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, მოქალაქეებმა შენობიდან გამოსვლა მოახერხეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.