პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი სამზარეულოში, 14:20 საათზე გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.