პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველოს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შეძლებს ხელი შეუშალოს რუსეთის უკანონო ქმედებებს. ასე გამოეხმაურა ის კრემლის განცხადებას, საქართველოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.

"რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც, ჯერჯერობით შედეგი მოაქვს. ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა მათ არაკანონიერ ქმედებაში", — განაცხადა კახა კუჭავამ.

  • ღარიბაშვილი: რუსეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს ფარგლებში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთმა თბილისს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისკენ მოუწოდა. კრემლი ამას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ხსნის.

გაიგე მეტი: