14 ოქტომბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე — რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე — ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტით:

  • ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნდებიან და განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე. მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით;
  • ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ რუსთაველს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით;
  • მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ რუსთაველისკენ. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით;
  • ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით;
  • ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნდებიან;
  • ავტობუსები N4, N10, N90, N103, N106, N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან მოძრაობენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობას დაასრულებენ ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ);
  • მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ);
  • ავტობუსი N124 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ რუსთაველამდე.

რაც შეეხება კერძო ტრანსპორტის, თბილისის მერიის განცხადებით, მათი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ რუსთაველის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.