ცნობილმა ინფორმატორმა, ევან ბლასმა გუშინ ტვიტერის მეშვეობით HTC Vive Flow VR-ის ფოტოები გაგვიზიარა. მისივე ტვიტიდან ვიგებთ, რომ მოწყობილობის საწყისი ფასი 499 დოლარი იქნება და მისი მიწოდება ნოემბრიდან დაიწყება.

ბლასის მიერ გავრცელებული ფოტოები Protocol-ის მიერ ორშაბათს გავრცელებულ დეტალს იზიარებს. თუმცა, რენდერებიდან უკეთ აღიქმება თუ როგორი იქნება საბოლოო სახით მოწყობილობა და მოდი ვაღიაროთ, ის რაღაცით მწერის თვალებს ჰგავს. ძნელი სათქმელია სათვალის წინა მხარეს მოთავსებული მოყვითალო წრეების იქით რამის დანახვა შეგვეძლება თუ არა, მაგრამ წესით სათვალის წინა ნაწილში კამერებიც იქნება განთავსებული.

პირველ გაჟონილ ფოტოებში ვნახეთ, რომ მოწყობილობა სადენითაა დაკავშირებული უცნაური ფორმის მოწყობილობასთან, რომელიც შესაძლოა სათვალეს დამატებით კვებასა და შესაბამისად სიმძლავრეს აწვდიდეს. თუმცა მომდევნო ფოტოების გავრცელებამ ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.

ახალი სათვალის გავრცელებული ფოტოები ძალიან ჰგავს HTC-ის მიერ შექმნილ "Project Proton-საც" — ის კომპანიამ გასული წლის თებერვალში წარადგინა. უცნობია არის თუ არა Vive Flow პროტონის საბოლოო კომერციული ვერსია, თუმა ამის ალბათობა დიდია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე