როგორც ჩანს, აგენტ 007-ს რეალურ ცხოვრებაში ადამიანებთან დაპირისპირება და ჩხუბი სულაც არ მოსწონს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად მიწვეულმა დენიელ კრეიგმა საკუთარ კარიერაზე, ცხოვრებასა და ჯეიმს ბონდის ახალ ფილმზე — No Time To Die-ზე ისაუბრა. მსახიობმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ჰეტეროსექსუალ კაცებთან დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად დიდი ხანია, რაც გეი ბარების ერთგული სტუმარია.

"რაც თავი მახსოვს, გეი ბარებში დავდივარ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გეი ბარებში ჩხუბში ხშირად არ ვხვდები", — ამბობს მსახიობი.

დენიელ კრეიგის თქმით, გეი ბარებს ახალგაზრდობიდან სტუმრობს, რადგან არ უნდა, გასართობად წასულს ვინმეს მუშტი მოხვდეს და ღამე ჩხუბით დაასრულოს. კრეიგმა ისიც აღნიშნა, რომ გეი ბარში მის ორიენტაციაზე კითხვებით არასდროს შეუწუხებიათ.

მსახიობმა გეი ბარებს "უსაფრთხო ადგილი" უწოდა. დენიელმა ისიც აღნიშნა, რომ გეი ბარში უამრავ ჰეტეროსექსუალ ქალს შეხვედრია, რომლებიც მსახიობის მსგავსად, ბარებს უსაფრთხოების გამო სტუმრობდნენ.

ამავე თემაზე: