სააკაშვილის მიმართ იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა — ადამიანის უფლებათა ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა. ორგანიზაციის თქმით, სააკაშვილისთვის გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესების, ანდა შესაბამისი პირობების დროულად არშექმნის ფაქტები შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ სტატუსს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სააკაშვილის იზოლირებისა და გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესების ანდა შესაბამისი პირობების დროულად არშექმნის ფაქტები შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ სტატუსს. ევროპის საბჭოს „პოლიტიკური პატიმრის” დეფინიციის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ამ საკითხს ეხება: პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პირი იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამასთან, წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის: სისხლის სამართლის საქმეებზე გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რომლებიც წლებია მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლების და პრემიერმინისტრის განცხადებები სააკაშვილის მიმართ სასჯელის დამატებაზე, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებაზე", — წერია განცხადებაში.
ადამიანთა უფლებათა ცენტრი სააკაშვილის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად, გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას. ორგანიზაციის განცხადებით, მათ შორისაა:
- მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებით, საქმეები ჭიანურდება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- სასამართლო სხდომების გაჭიანურება ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, ზოგადად, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და არღვევს გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების მოთხოვნას;
- სისხლის საქმეთა არსებითი განხილვის შეყოვნებები ხელს უწყობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას და პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე;
- ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
"ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის კრიტერიუმებით", — აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დაწყებული გამოძიება, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მიერ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
3 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ციხეში მყოფ სააკაშვილს დაემუქრა და თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". რამდენიმე დღეში მან განმარტა, რომ მისი მუქარა ადამიანებმა არასწორად გაიგეს და მან უბრალოდ თეორიულად განმარტა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.
გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს.
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები