ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის გავრცელებისას არ უნდა დაირღვეს პერსონალური მონაცემები
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯრიას თქმით, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება, თუმცა არა პერსონალური მონაცემების დარღვევის ხარჯზე.
"ყველაზე პრობლემური, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის მისი ჯანმრთელობის მდგომაროება. მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ის, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ექიმების მულტიფუნქციული ჯგუფის შექმნას და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თავად სააკაშვილის ჰქონდეს ნდობა ამ ექიმების მიმართ.
დღეს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ შესახებ. შეხვედრას სახალხო დამცველთან ერთად ესწრებოდნენ იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეები.
შეხვედრის შემდეგ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალობაზე ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა.
"მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა ჯერ აღებული უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ გაეზიარებინა ჩვენთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ველოდებით, ამ ეტაპზე, პაციენტისგან თანხმობას, და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ უკვე მსჯელობას, როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, იმ საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შეიძლება შემდგომში გახდეს საჭირო", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაცია მათ იმიტომ გაასაჯაროეს, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ოპონენტები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს ვუქმნიდით საფრთხეს, მას იძულებით ვამყოფებდით ამ მდგომარეობაში.
ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა, არ ფიქრობდა, არც მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, არც საზოგადოების მდგომარეობაზე და პირიქით, შეგნებულად ცდილობდნენ, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, გამოეწვიათ მღელვარება და ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები იყო ნორმალურ მდგომარეობაში", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
გაიგე მეტი:
მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.
გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები