წალენჯიხაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.