Samsung-მა 980 Pro SSD-ის ახალი ვერსია კონკრეტულად Sony-ს Playstation 5-ისთვის შექმნა. SSD-ის თავისი პასიური გაგრილება მოყვება, ის სპეციალურად PS5-ის მეხსიერების გასაზრდელ M.2 SSD სლოტში მოსათავსებლადაა შექმნილი. სამსუნგი ახალ 980 Pro-ებს 29 ოქტომბერს წარადგენს. 1TB-იანი ვერსიის ფასი 249 დოლარი იქნება, ხოლო 2 ტერაბაიტიანის 449 დოლარი.

ჩაშენებული პასიური გაგრილების სისტემა დაბალ ტემპერატურებსა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. SSD-ის წაკითხვის სიჩქარე 7000მბ/წამში, ხოლო ჩაწერის 5100მბ/წამში გახლავთ. ასეთი სისწრაფეების უპირატესობას ჯერ ბევრი თამაში ვერ იყენებს, სამსუნგის შემოქმედება სონის მიერ რეკომენდებულ წაკითხვის სიჩქარეს (5500მბ/წამში) გაცილებით აღემატება.

გაგრილების სისტემის მქონე SSD-ებს რეკომენდაციას სონიც უწევს. აქამდე, 980 Pro-ს მფლობელებს მესამე პირებისგან შეძენილი გაგრილების სისტემის გამოყენება შეეძლოთ, თუმცა თუ ასეთ მოდელს Samsung თვითნვე დაამზადებს, შედეგი ნამვდილად უკეთესი იქნება და ჩვენც ნაკლები წვალება მოგვიწევს.

თუ ახალი SSD-ის შეძენას გადაწყეტთ, Samsung-ის თქმით, 980 Pro 24მმ არის სიგანეში, 80მმ სიგრძეში 8.6მმ სიმაღლეში. მაგრამ, თანამედროვე დედაპლატებს ჩაშენებული გაგრილების სისტემები აქვთ, ეს კონკრეტული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Playstation 5-ის მფლობელებისთვის შეიქმნა.