მას შემდეგ, რაც ცოლმა ახალი სახლის პროექტი ხედის გამო რამდენჯერმე დაუწუნა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცხოვრებმა თვითნასწავლმა ინოვატორმა საუცხოო ხერხს მიმართა: ცოლს მბრუნავი სახლი აუშენა, რათა ოჯახს სასურველი ხედით ტკბობა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ოთახიდან შესძლებოდა.

"დავიღალე მისი საყვედურებითა და ჩვენი სახლის ხშირი განახლებით, ამიტომ ვუთხარი: 'მბრუნავ სახლს აგიშენებ, რომ როგორც გაგიხარდება, ისე დაატრიალო", — ამბობს 72 წლის კაცი.

სახლი ერთ ბრუნს 24 საათის განმავლობაში ასრულებს და ფანჯრებიდან განსხვავებული ხედები — ფერმა, სიმინდის ყანა, ტყე და მდინარე იშლება. სწრაფად დატრიალების შემთხვევაში კი სახლს ერთი ბრუნის შესრულება 22 წამში შეუძლია.

72 წლის კაცი პროექტზე 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ის გულის პრობლემების გამო საავადმყოფოშიც აღმოჩნდა, თუმცა მისი თქმით, ექიმებს სიცოცხლის გახანგრძლივება სთხოვა, რადგან ამ პროექტს მის გარდა ვერავინ დაასრულებდა. კაცმა სახლი თავიდან ბოლომდე თავად ააშენა და ამბობს, რომ ის მიწისძრვას ჩვეულებრივ სახლზე უკეთ გაუძლებს.

"ეს ინოვაცია არაა. ამისთვის მხოლოდ სურვილი და ცოდნაა საჭირო, მე კი საკმარისი დრო და ცოდნა მქონდა", — ამბობს ის.

შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ცოლს უკმაყოფილების მიზეზი აღარ აქვს და ოჯახსაც მრავალფეროვანი ხედები არასდროს მობეზრდება.