მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა 2021 აღარ ჩატარდება, საპატიო თბილისელები წელსაც დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, 23-24 ოქტომბერს, ქალაქის სხვადასხვა უბანში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.

ამ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:

  • მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • სამგორში, ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია;
  • გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე;
  • დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე, (დიდუბე პლაზას მიმდებარე ტერიტორია);
  • დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე);
  • საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ვაკეში, გეგეშიძის ბაღში.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა 2021-ისთვის გამოყოფილი თანხა 8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხებათ. თბილისობა 2021-ში, რომელიც ეპიდვითარების გამო ონლაინ უნდა ჩატარებულიყო, თითქმის ნახევარი მილიონი დახარჯვა იგეგმებოდა.