საქართველოს ბანკის პლატფორმა სუპერგმირთან პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე საკუთარი სუპერგმირი ჰყავს
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. პლატფორმის არსებობიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 272 ბავშვს უკვე სუპერგმირი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველთვიურად ეგზავნებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ამანათი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ყოველდღიური გამოყენების ნივთებით. სუპერგმირები, პლატფორმის გუნდთან ერთად, ცდილობენ მოზარდებს უკეთესი განათლების მიღებაში შეუწყონ ხელი.
საქართველოს ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად ეცდებიან, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ არასრულწლოვნებს ბავშვობა გაუხალისონ.
ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოს ბოროტი მტრის გამოჩენა ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია ბავშვის სუპერგმირად იქცეს და მისი ცხოვრება შეცვალოს.
სუპერგმირის პლატფორმის გუნდი წინასწარ ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობებსა და ინტერესებს და ყოველი თვის ბოლოს, ბენეფიციარებისთვის სასაჩუქრე კალათს კრავს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლში Extra-ის ვებგვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს.
როგორ გავხდეთ სუპერგმირი?
მოხალისე პლატფორმაზე supergmiri.ge თავად ირჩევს ბენეფიციარს, იწყებს მის ყოველთვიურ დაფინანსებას და ასე ხდება სუპერგმირი. სურვილის შემთხვევაში სუპერგმირს შეუძლია პირადადაც გაიცნოს ბავშვი, გახდეს მისი მეგობარი და მენტორი, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, დაეხმაროს საყვარელი საქმის აღმოჩენაში. ამ პროცესში მას სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები დაეხმარებიან. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია, რომლის 100% ბენეფიციარს ხმარდება. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა.
"საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ სუპერგმირთან პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავახალისოთ, გახდნენ სუპერგმირები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და მათ განვითარებაში. ჩვენ ერთად უკვე შევძელით 272 ბავშვისთვის ცოტათი მაინც შეგვეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერა გვაშორებს!
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
კომენტარები