ტელეფონის დამტენი რთულ სიტუაციაში მხსნელად გვევლინება ხოლმე, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა თავად მას სჭირდება დაცვა? ტელეფონის დამტენი ხშირი გამოყენების გამო მარტივად ფუჭდება, ახლის შეძენას კი თანხა სჭირდება.

დამტენის გაფუჭება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა თავიდანვე ვიზრუნოთ მის სიმტკიცეზე. დამტენის დასაცავად სამი უნიკალური და მარტივი გზა არსებობს.

1. სცადეთ ძაფის შემოქსოვა

ამ გზით ტელეფონის დამტენის დაცვა ძალიან მარტივი და ეფექტურია.

2. გამოიყენეთ თასმები

თუ დაწვნა მაინც არ გამოგივიდათ, მაშინ შეგიძლიათ თასმები გამოიყენოთ.

3. გამოიყენეთ კალმის ზამბარა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი კალმის ზამბარის გამოყენებაა. ამ ეფექტის მისაღებად დაგჭირდებათ ორი ავტოლაკამი, რომელთაც ამოაცლით ზამბარებს.

ამ სამიდან ერთ-ერთ რჩევას მაინც თუ გაითვალისწინებთ, თქვენი დამტენი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

პ.ს: ეს მეთოდები ყურსასმენების შემთხვევაშიც მუშაობს.