სამშენებლო-სარემონტო მასალების უმსხვილესმა იმპორტიორმა და მწარმოებელმა, კომპანია ნოვამ ბათუმში ახალი საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 80-მდე ევროპული სტანდარტის საწარმო დანადგარი, 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი და 30 ათასი მ2 ფართობის სასაწყობე ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ. ღონისძიებას სააგენტოს აწარმოე საქართველოში, EBRD-ის, თიბისი ბანკისა და ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეგაცენტრ ნოვას 2006 წლიდან საქართველოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალები შემოაქვს. 2011 წელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება თავადაც დაიწყო. დღეს ის თუნუქის გადასახურ მასალას და გარე ფასადს, თაბაშირ-მუყაოსა და პოლიეთილენის პროდუქტებს აწარმოებს.

ფოტო: ნოვა

კომპანია ნოვამ სახელმწიფო პროგრამის — აწარმოე საქართველოშის 5 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი დანადგარების შეძენა და წარმოების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანა შეძლო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის — EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, წარმოების განსავითარებლად კომპანიაში 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში მან აწარმოე საქართველოსა და თიბისი ბანკისგან კიდევ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო.

ნოვა EBRD-ის ექსპერტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და თითოეულ პროექტს მათთან კონსულტაციით ახორციელებს. კომპანიის წარმოება ყოველწლიურად ფართოვდება, თანამშრომელთა რიცხვი კი 20-30%-ით იზრდება. დღეს ნოვაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ფოტო: ნოვა

ნოვას სტრატეგიული ამოცანა ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტების წარმოების განვითარება, ქვეყანაში იმპორტის გაზრდა და ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა.

დღეს ნოვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სამი უმსხვილესი მეგაცენტრი აქვს. კომპანია იმპორტირებული და წარმოებული პროდუქტებით ამარაგებს მთელი რეგიონის მაღაზიებს, პროდუქტი მეზობელ ქვეყნებშიც გააქვს და უახლოეს მომავალში მათ გატანას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს.