12 ოქტომბერს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებითა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით დასახელდა ის ქართული ფილმი, რომელიც ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე, 2022 წელს, საქართველოს სახელით საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს: ეს არის ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი.

აღსანიშნავია, რომ ლევან კოღუაშვილის ამ ახალმა მხატვრულმა ნამუშევარმა უკვე მოახერხა საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატების მიღწევა: ნიუ-იორკში შემდგარი მსოფლიო პრემიერის შემდეგ ფილმმა მეოთხე ბრაიტონი ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და ამავდროულად საუკეთესი მსახიობი კაცის ნომინაციაშიც ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა.

მეოთხე ბრაიტონი კომედიური დრამაა, რომელიც შვილის დასახმარებლად ნიუ-იორკში წასულ მოჭიდავეზე მოგვითხრობს.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ოსკარებზე მოსახვედრად წელს 3 ქართული ფილმი იბრძოდა:

მათ შორის საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლინა. კომისიის წევრები იყვნენ:

  • მერაბ ნინიძე
  • ნანა ჯორჯაძე
  • ნანა ექვთიმიშვილი
  • დეა კულუმბეგაშვილი
  • კონსტანტინე ჩლაიძე
  • გიორგი ოვაშვილი
  • რატი ონელი
  • ლევან კიტია
  • ვლადიმერ კაჭარავა
  • ალექსანდრე გაბელია
  • გიგიშა აბაშიძე
  • ია სუხიტაშვილი
  • ირაკლი სოლომანაშვილი
  • მარიამ ჭაჭია
  • თამთა გაბრიჩიძე.