თბილისის ქუჩებში ავტობუსით მოსეირნე ცუგა, სახელად მარკო მოგზაურობის მოყვარული ერთადერთი ძაღლი სულაც არ ყოფილა. მარკოს მსგავსად სტამბოლის მეტროში ყველა კარგად იცნობს ცუგას, სახელად ბოჯის, რომელიც დღეში დაახლოებით 30 კილომეტრს გადის.

ფოტო: boji_ist

ფოტო: boji_ist

ბოჯის მეტროსა და ავტობუსებში ხშირად შეხვდებით. ცუგამ მგზავრობის წესებიც მშვენივრად იცის: ის სხვა მგზავრებთან ერთად ტრანსპორტის მოსვლას გაჩერებებზე მშვიდად უცდის. ჯერ მატარებლიდან ან ავტობუსიდან ჩამომსვლელებს გამოატარებს და ტრანსპორტს მხოლოდ ამის შემდეგ შეახტება.

ფოტო: boji_ist

ფოტო: boji_ist

სტამბოლის მეტრომ გადაწყვიტა, ცუგას მოგზაურობისთვის თვალი ედევნებინა. როგორც აღმოჩნდა, ის დღეში დაახლოებით 19 გაჩერებას — 30 კილომეტრს გადის.

ფოტო: boji_ist

ფოტო: boji_ist

მართალია, ცუგას პატრონი არ ჰყავს, თუმცა ის სტერილიზებული და ჯანმრთელია. მგზავრებს მასთან ურთიერთობა განსაკუთრებით სიამოვნებთ და სოციალურ ქსელებში მის ფოტოებსაც ხშირად აზიარებენ.

დარწმუნებული ვართ, გლდანელი ცუგა მარკო და სტამბოლელი ბოჯი ერთმანეთს მშვენივრად გაუგებდნენ!

ამავე თემაზე: