საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა
გასულ წელს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი მსოფლიოში 314 ათასამდე ქალს დაუსვეს, საქართველოში კი მისი 381 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო ქალის მცირე მენჯის სასქესო ორგანოების სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის შემდეგ, მესამე ადგილზეა.
საკვერცხის კიბოს სპეციფიკური ჩივილები არ აქვს, რაც მის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას ართულებს. გარდა ამისა, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმედ მიმდინარეობს. მაღალია მკურნალობის შემდეგ მისი რეციდივის ანუ განმეორებით განვითარების ალბათობაც.
როგორ უნდა მოიქცნენ ქალები, რომ საკვერცხის კიბო დროულად აღმოაჩინონ? როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა და როგორ ვმართოთ და ვაკონტროლოთ საკვერცხის სიმსივნე შემდგომში? — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე და კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია გვესაუბრა.
საკვერცხის კიბოს სკრინინგი არ არსებობს. თუმცა, ვლინდება სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ამ დაავადებაზე მიანიშნებდნენ. ესენია: მუცლის შებერილობა, მისი ზომაში მომატება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი და გულძმარვა. ასევე, საკვერცხის კიბოს იშვიათი სიმპტომი ახალგაზრდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ასაკოვან ქალებში მენოპაუზის შემდეგ სისხლიანი გამონადენიცაა.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ყველა ეს ჩივილი უკვე საკვერცხის კიბოს განვითარების გვიან — მესამე ან მეოთხე სტადიაზე — ვლინდება.
"ამიტომ აუცილებელია, რომ ქალებმა გინეკოლოგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ, თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდნენ ისინი თავს. მათ შეუძლიათ ჩაიტარონ ისეთი არაინვაზიური და არააგრესიული კვლევაც, როგორიცაა მცირე მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის", — ამბობს ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე.
საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება და ავადდებიან ძირითადად პოსტმენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალები. თუმცა, ბოლო დროს შეინიშნება სიმსივნის გაახალგაზრდავების ტენდენცია.
საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, უშვილობა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა.
"ოჯახურ ანამნეზს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ორ ან მეტ პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი, საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკიც მატულობს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავატაროთ სპეციალური კვლევა, რომელიც გენეტიკური მუტაციების — BRCA1-სა და BRCA2-ს განსაზღვრაში გვეხმარება. თუკი, პაციენტში BRCA1-ს მუტაცია აღმოჩნდა, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2- ს შემთხვევაში — 13-29%-ით ეზრდება", — ამბობს კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია.
ამ გენეტიკური მუტაციების არსებობის დადგენა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც სიმსივნით დაავადებულ, ასევე, ჯანმრთელ ადამიანებში. პაციენტებს , რომლებიც მკურნალობენ საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზით, შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდეთ პირველი ხაზის თერაპიის შემდგომი შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჯანმრთელ ადამიანს კი კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი პროფილაქტიკური ოპერაცია — ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია.
"საინტერესოა, რომ იმ ჯანმრთელი ადამიანების 5%-ს, რომელთაც ეს პროფილაქტიკური ოპერაცია ჩაუტარდათ, სწორედ ამ დროს აღმოაჩნდათ საკვერცხეში ადრეული სტადიის სიმსივნე. სიმსივნე, რომლის დიაგნოსტირებაც მანამდე გამოკვლევებით ვერ მოხერხდა", — გვითხრა თამარ ესაკიამ.
პაციენტების, რომელთაც BRCA1 ან BRCA2 მუტაცია აქვთ და უარს ამბობენ პროფილაქტიკურ ოპერაციაზე, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ულტრაბგერითი კვლევა და სისხლის ანალიზი ონკომარკერ CA 125-ზე.
საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მას შემდეგ, რაც პაციენტი სპეციალისტს ჩივილებით მიმართავს, პირველ რიგში მას ულტრაბგერითი კვლევა უტარდება.
"როდესაც ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით მცირე მენჯში ვლინდება ქსოვილოვან-კისტოზური წარმონაქმნები, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიის ჩატარება. ასევე, მოწმდება საკვერცხის ონკომარკერები.
იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კუჭის კიბოს დროს მეტასტაზი საკვერცხეშიც ვრცელდება. ამ დროს კუჭისა და საკვერცხის სიმსივნეების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, დიაგნოსტიკის პროცესში ვატარებთ გასტროსკოპიას, რათა ზუსტად დავადგინოთ კიბოს წარმომავლობა.
მკურნალობის ტაქტიკას უკვე ყველა კვლევის შედეგის მიხედვითა და სიმსივნური პროცესის შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ", — ამბობს ნინო ჩოგოვაძე.
საკვერცხის კიბოს მკურნალობას მულტიდისციპლინური გუნდი უძღვება ონკოგინეკოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგებისა და ზოგადი ონკოქირურგების შემადგენლობით. მკურნალობა თითქმის ყოველთვის კომბინირებულია და ის ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას მოიცავს.
"ქირურგიული მკურნალობის დროს ე.წ. ციტორედუქციულ ოპერაციებს ვატარებთ, რომლის დროსაც ყველა სიმსივნური ქსოვილის, ყველა ხილული დაზიანების ამოკვეთა ხდება. ეს ხშირად ძალიან დიდი მასშტაბის, შრომატევადი და ხანგრძლივი ოპერაციაა და მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქირურგებმა ჩაატარონ", — გვითხრა ნინო ჩოგოვაძემ.
სიმსივნის გავრცელების მიხედვით განისაზღვრება ქიმიოთერაპიის კურსი და ტიპი. ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ოპერაციის წინ, ადიუვანტური კი ოპერაციის შემდგომ ინიშნება. დამატებით მიმართავენ ტარგეტული თერაპიასაც.
თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მკურნალობის ციკლი, საკვერცხის კიბოს რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს. ამიტომ, სპეციალისტები პაციენტებს მის მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება თავიდან მიზანშეწონილი 3 თვეში, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელაა. საბოლოოდ კი, ეს პერიოდი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს.
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
კომენტარები