ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შემდეგ LEGO სათამაშოებს გენდერულად აღარ დაყოფს
მსოფლიოში ცნობილმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Lego-მ თავისი პროდუქციიდან გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალი გლობალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებში თამაშსა და მომავალ კარიერას შორის მიმართება უთანასწორო და შემზღუდავია.
კვლევის მიხედვით, თამაშისას გოგოები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის დიდ სურვილს ამჟღავნებენ, თუმცა ბიჭების შემთხვევაში იგივე არ ხდება.
გამოკითხული ბიჭების 21% ფიქრობს, რომ მათ დასცინებენ, თუ "გოგოს სათამაშოებით" დაინტერესდებიან, რაც უმეტესად მშობლების მიმართ შიშს უკავშირდება. "მშობლების უმეტესობა იმაზე ღელავს, რომ მათ ბიჭებს უფრო დასცინებენ გენდერთან შეუფერებელი სათამაშოს გამოყენებისთვის, ვიდრე გოგოებს", — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.
მკვლევრების მიხედვით, ამ ასიმეტრიის მიზეზი ის არის, რომ გოგოებს მოვუწოდებთ ბიჭების ნივთებით ითამაშონ, ხოლო ბიჭებს — არა. "თუ გოგოები არ ითამაშებენ ლეგოთი ან სხვა სამშენებლო სათამაშოებით, მაშინ ისინი ვერ განივითარებენ იმ სივრცით უნარებს, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში დაეხმარება. ასევე, თუ თოჯინები მხოლოდ გოგოებისთვის იქნება განკუთვნილი, მაშინ ბიჭები აღზრდის უნარებს ვერ გამოიმუშავებენ", — დასძენს ნეირობიოლოგი ჯინა რიპონი.
ტრადიციულად, ლეგო ბიჭებში უფრო პოპულარული იყო, მაგრამ სათამაშოების ზოგიერთი ხაზი ორივე გენდერის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ახლა კი ლეგოს მიზანია, რომ გოგოებსა და ბიჭებსა სხვადასხვა ტიპის უნარების განვითარებას თანაბრად შეუწყოს ხელი.
Lego.com-ზე სათამაშოები აღარ არის დახარისხებული "გოგოებისა" და "ბიჭების" კატეგორიებში. ამის ნაცვლად, მომხმარებლებს სასურველი სათამაშოს ძიება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო კატეგორიების მიხედვით შეუძლიათ.
"ჩვენი ამოცანაა, ბიჭები და გოგოები წავახალისოთ, რომ ის სათამაშოები აირჩიონ, რომლებიც ტრადიციულად "არ იყო მათთვის განკუთვნილი", — ამბობს ლეგოს მარკეტინგის სპეციალისტი ჯულია გოლდინი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები