რა უნდა იცოდეს მშობელმა ბავშვის უსაფრთხოებაზე რეალურ და ვირტუალურ სივრცეში — საფარმა წიგნი გამოსცა
ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის პედოფილიის, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის, შევიწროებისა და გარყვნილი ქმედების შემთხვევები. ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკა ახლა გაიზარდა და მანამდე არ ხდებოდა, თუმცა ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხებზე მეტი ინფორმაციაა საჭირო.
ხშირად მოზარდს არ აქვს სწორი და ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. სექსუალური განათლების არქონის გამო, ბავშვებს უჭირთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა სრულიად დაუცველები საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. მნიშვნელოვანი პრობლემა კი ის არის, რომ სკოლებში შესაბამის ცოდნას, ფაქტობრივად, არ იძლევიან და ხშირად მშობელს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, როგორ უნდა მოამზადოს შვილი მოსალოდნელი საფრთხეებისთვის სწორად და თანმიმდევრულად.
მშობლების ინფორმირების მიზნით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი რჩევებისა და სავარჯიშოების გაზიარებას, რაც მათ დაეხმარება დამოუკიდებლად შეძლონ შვილისთვის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების სწავლება, როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეში.
უსაფრთხოება, როგორც უფლება, ემოციების ამოცნობა, განგაშის ადრეული ნიშნები, უსაფრთხოების ჯაჭვი და მისი შექმნა, უსაფრთხოების სამი შეკითხვა, პირადი და საჯარო, "არა"-ს თქმა და დაჟინებულობა, კიბერუსაფრთხოება, კიბერშეთანხმება — ეს ის ძირითადი თემებია, რისი მიმოხილვის შესაძლებლობასაც სახელმძღვანელო იძლევა.
სახელმძღვანელოს დახმარებით მშობელი შეძლებს თანმიმდევრობით, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას მას რა განსხვავებაა "უსაფრთხოდ გრძნობასა" და "უსაფრთხოდ ყოფნას" შორის. საფარში ამბობენ, რომ წიგნით მშობელი შვილს მაგალითებზე დაყრდნობით მიაწვდის ინფორმაციას მოსალოდნელ საფრთხეებსა და შესაძლო პრობლემებზე, რაც რთულ სიტუაციაში ბავშვს მშობელთან მარტივად კომუნიკაციასა და სწორად მოქმედებაში დაეხმარება.
სახელმძღვანელოში მოცემულია სავარჯიშოები, რომლის დახმარებითაც მოზარდი შეძლებს საკუთარი გრძნობების ამოცნობას, გამოხატვას და მათთვის სწორი სახელის შერჩევას. ამასთანავე, წიგნი დაეხმარება მშობელს შვილთან ერთად შეარჩიოს ე.წ. უსაფრთხოების ჯაჭვი, რომელიც მშობელთან ერთად უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას.
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მშობლის მიერ ბავშვის გაზიარებული ინფორმაციის სწორედ მიღება მასზე ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური ძალადობის შესახებ. წიგნში მოცემული რჩევები მშობელს მსგავს რთულ სიტუაციაში სწორ პოზიციონირებაში დაეხმარება.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელო ეხება ისეთ აუცილებელ თემებსაც, როგორიცაა ინტერნეტის მოხმარება და კიბერუსაფრთხოება. წიგნში გაზიარებულია მარტივი წესები, რომელიც მშობელს შესაძლებლობას მისცემს ბევრად უსაფრთხო გახადოს ინტერნეტსივრცე ბავშვისათვის.
სახელმძღვანელოს საშუალებით მშობლები ისწავლიან, თუ როდის და როგორ განავითარონ შვილთან კომუნიკაცია ისე, რომ მათი სრული ნდობა მოიპოვონ და პირველებმა შეიტყონ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უშუალოდ ბავშვისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მცირეწლოვანი შვილების მშობლებისათვის, მისი მეთოდები გამოსადეგია მოზარდებთანაც.
"ბავშვები და გოგოები ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის და გარყვნილების მსხვერპლები და ისინი ვერ იცავენ თავს, რადგან არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, არანაირი განათლება არ არსებობს სკოლისა და ბაღის ასაკში. როცა სქესობრივ განათლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე. ეს სახელმძღვანელო მშობლებისთვის არის და უხსნის მშობლებს, რა შეიძლება ასწავლონ, მათ შორის, ძალიან პატარა ბავშვს, იმისთვის, რომ დაიცვან იგი და თავი დაიზღვიონ.
როგორც წესი, როდესაც პედოფილი ბავშვთან გადის კონტაქტზე, მას აქვს გარკვეული სტრატეგია, ქცევები და თუ ბავშვს რაღაცებს ვასწავლით, მინიმუმ, ამოიცნობს განგაშის პირველ ნიშნებს, მივა მშობელთან და მოუყვება ამის შესახებ", — აცხადებს ბაია პატარაია.
საფარის ვებ-გვერდზე წიგნის ელექტრონული ვერსია სამ ენაზე — ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულადაა ხელმისაწვდომი.
საფარის სოციალური მედიის მენეჯერმა, ნათია ნათენაძემ წიგნთან ერთად ერთკვირიანი პროექტიც წარადგინა, რომელიც 11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.
"ერთი კვირის განმავლობაში საფარის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ პლატფორმებზე განთავსდება სხვადასხვა გამოცდილებების მქონე გოგოების ამბები, რომლებიც მოყვებიან თავიანთი გამოცდილების შესახებ, იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მათთვის გოგოობა და ერთმანეთს გაუზიარებენ რჩევებს", — აცხადებს ის.
ნათია ნათენაძის თქმით, კამპანია მიზნად ისახავს გოგოების გაძლიერებას და მათთვის იმის ჩვენებას, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, მათ ერთმანეთთან ბევრი საერთო და თანაბარი გამოწვევები აქვთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები