რამდენიმე საათის წინ, ქობულეთში ავარია იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად ტრაილერი ამოტრიალდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაშავდა ხუთი ადამიანი.

"ხუთი პირი იქნა გადაყვანილი კლინიკა მედცენტრში, ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი და დღესვე დატოვებენ. მეხუთესი გახლავთ საშუალო სიმძიმის და ჯერჯერობით რჩება კლინიკაში, უტარდება დამატებითი კვლევები", — განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის ინფორმაციით, დაშავებული, რომელიც კლინიკაში რჩება არ არის საქართველოს მოქალაქე.