მოშიმშილე სააკაშვილს ციხესთან დაკლული ცხვარი, ნამცხვრები და ხილის წვენები მიუტანეს
რადიო თავისუფლების ცნობით, სოფელ მუღანლოს მცხოვრებლებმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხესთან დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს. მაჰამად ეიბოვი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ მისგან შიმშილობის შეწყვეტას ითხოვენ.
"რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა", — თქვა ეიბოვმა.
მედიის ინფორმაციით, მუღანლოელბმა მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი დაუტოვეს ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება.
საქართველოს ექსპრეზიდენტს მე-10 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.
პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.
ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღესვე შეხვდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობას იწყებდა. 7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ბოტკოველმა სააკაშვილს პატრიარქის მოკითხვა გადასცა და სთხოვეს, შეეწყვიტა შიმშილობა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის მდივანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები