ბრალდებულებმა მოშალეს არამზიდი და მზიდი კედლები, რამაც ნგრევა გამოიწვია — პროკურატურა
პროკურატურა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა გამოიწვია.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს — ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განეხოციელებინა, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა — ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე.
"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება", — ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ დაკავებულებს — ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", — აცხადებს პროკურატურა.
უწყება, ასევე, სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.
ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები